logotype

საქართველოში ბელარუსის საელჩო იხსნება

flags_belarus_gruzia«ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შემდგომ საქართველო-ბელარუსს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მხარეებს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით სერიოზული გეგმები აქვთ»,- განაცხადა «აიპრესთან» საუბრისას საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამ.

მისი თქმით, სავარუდოდ ამ წლის ბოლოსთვის საქართველოში ბელარუსის საელჩო გაიხსნება.

«ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მრავალმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვადასხვა სფეროში. სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაგეგმილია ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“- აცხადებს დავით კოტარია.

როგორც აიპრესს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსამზადებელი სამუშაოები საელჩოს გასახსნელად უკვე მიმდინარეობს.

«ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება. თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივ ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებასა და გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო სფეროში.

სამხრეთ კავკასიაში ბელარუსის საელჩო უკვე ფუნქციონირებს აზერბაიჯანსა და სომხეთში, შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, მისასალმებელია საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნა.

რაც შეეხება საელჩოს გახსნის ვადებს, მნიშვნელოვანია, რომ ბელორუსის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება, დანარჩენი კი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდგომ გახდება ცნობილი.“ – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

Источник: Ipress.ge

Оставить комментарий