logotype

დავით კოტარია: უახლოეს მომავალში, საქართველოში ბელარუსის საელჩო გაიხსნება

david_kotariaამის შესახებ საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

«დღეისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობებში, ასევე ეკონომიკურ და სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებები გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ავამოქმედოთ ყველა ის შესაძლებლობა, რაც ბელარუსსა და საქართველოს გააჩნია.

განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, იგივე ერთობლივი საწარმოების შექმნას და ამ მიმართულებით სინვესტიციო პოტენციალის ჩადებას. უახლოეს მომავალში, საქართველოში ბელარუსის საელჩო გაიხსნება, ამის შესახებ უკვე ორივე მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ვფიქრობთმ ბელარუსუს საელჩოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან კარგად არის წარმოდგენილი ბელარუსში, ასევე კარგად უნდა იქნეს წარმოდგენილი ბელარუსი საქართველოში»- განაცხადა დავით კოტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.

მთავრობის სახლში, გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსი კოლეგა ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს შეხვედრებს ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობს სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტი 23 მარტს დასრულდება.

Источник: ipress.ge

Оставить комментарий