logotype

ვაკანსია საელჩოში

vacansiaსაქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში აცხადებს კონკურსს ვაკანტურ თანამდებობაზე საელჩოს რეფერენტი–საქმისმწარმოებელი.

მოთხოვნები:

  • ქალბატონი 30 წლის ასაკამდე;
  • განათლება — უმაღლესი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms Office);
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სახელმწიფო მოხელისთვის აუცილებელი უნარები, მათ შორის:
  • დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ენები:

  • ქართული (წერითი უნარები და კარგი მეტყველება);
  • რუსული (წერითი უნარები და კარგი მეტყველება);
  • ინგლისური (წერითი უნარები და კარგი მეტყველება).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საელჩოს კანცელარიის ელექტრონული პროგრამის უზრუნველყოფა;
  • შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია;
  • სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადება;
  • მასმედიის წარმომადგენლებთან კონტაქტების უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტების თარგმანის უზრუნველყოფა;
  • საელჩოს ვებ-გვერდის მომსახურება;
  • მასმედიის მონიტორინგი;
  • საელჩოს შეხვედრების გამართვის ორგანიზება.

გთხოვთ CV გამოაგზავნოთ საელჩოს ელ. მისამართზე minsk.emb@mfa.gov.ge მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.

Оставить комментарий